პრემიერ ლიგამ გამოაცხადა მეოთხე მოთამაშე, რომელიც ოფიციალურად შედის პრემიერ ლიგის დიდების დარბაზში და შეუერთდება ალან შირერს, ტიერი ანრის და ერიკ კანტონას - "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი კაპიტანი როი კინი.
"მე ძალიან გამიმართლა, რომ დიდების დარბაზში შემიყვანეს და ეს მხოლოდ იმ ფეხბურთელების წყალობით მოხდა, ვისთან ერთადაც ვთამაშობდი", - თქვა კინმა პრემიერ ლიგის ოფიციალურ ვებგვერდთან ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ ცოტხანის წინ პრემიერ ლიგამ ოფიციალურად დაადასტურა კიდევ ერთი ექს მანჩესტერელის ერიკ კანტონას დიდების დარბაზში შეყვანა.
ახალი ამბები
5 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.