პრემიერ ლიგამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ნახევარმცველი ერიკ კანტონა პრემიერ ლიგის დიდების დარბაზში შეიყვანეს.
"ძალიან ბედნიერი და ძალიან ამაყი ვარ, მაგრამ სიმართლე გითხრათ, არ მიკვირს”, - თქვა კანტონამ პრემიერ ლიგის ოფიციალურ ვებგვერდთან ინტერვიუში. ”გამიკვირდებოდა, თუ არ ამირჩევენ”.
"მე გამიმართლა, რომ ამ გუნდში ვთამაშობდი შესანიშნავ ფეხბურთელებთან, შესანიშნავ მწვრთნელთან და შესანიშნავ გულშემატკივრებთან ერთად!”.
შეგახსენებთ, რომ ამ კვირაში პრემიერ ლიგა კიდევ 5 ფეხბურთელს დაასახელებს, რომლებიც დიდების დარბაზში მიიღებენ მონაწილეობას. ნომინანტებს შორის არიან "იუნაიტედის" წარმომადგენლები - დევიდ ბექემი, ენდი კოული, რიო ფერდინანდი, როი კინი, პოლ სქოულზი, ნემანია ვიდიჩი, რობინ ვან პერსი და მაიკლ ოუენი.
ახალი ამბები
4 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.