ინგლისში დღის მთავარი სატრანსფერო სიახლეა ჰარი კეინის პოტენციური წასვლა, რომელმაც პრესის ცნობით, კვლავ განუცხადა "ტოტენჰემის" მენეჯმენტს, რომ ამ ზაფხულს ლონდონური კლუბის დატოვება სურს.
Sky Sports ირწმუნება, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი", "მანჩესტერ სიტი" და "ჩელსი" უკვე დაუკავშირდნენ ფეხბურთელის წარმომადგენლებს მასთან კონტრაქტის გაფორმების სურვილის დასადასტურებლად.
ამ დროისთვის "ტოტენჰემი" უკვე 27 წლის ინგლისელის შემცვლელს ეძებს და ეს არის პირველი ნიშანი იმისა, რომ კლუბი აპირებს გაითვალისწინოს მათი თილისმის სურვილი.
კეინს სურს დარჩეს პრემიერ ლიგაში და ამავე დროს აპირებს ყველა საკითხის მოგვარებას თავის მომავალთან დაკავშირებით ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე.
ახალი ამბები
8 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.