"მანჩესტერ იუნაიტედის" ამჟამინდელმა პრობლემებმა პოლ პოგბასთან დაკავშირებით უარყოფითი სახე მიიღო.
როგორც ჩანს, პოგბას და მისი აგენტის მოთხოვნილი ხელფასი საკმაოდ დიდი დაბრკოლებაა. საუბარია კვირაში 400,000 ფუნტზე.
პოგბას არაერთხელ განუცხადებია, რომ "რეალში" სურს თამაში, მისი თანამემამულის ზინედინ ზიდანის ხელმძღვანელობით, თუმცა ბოლო ცნობებით, ეს სეზონი ზიდანისთვის ბოლო იქნება ამჟამინდელ კლუბში.
ამრიგად, ზაფხულის პოგბას სიტუაცია საკმადო სტრესული იქნება, როგორც ოლესთვის ასევე პოლისთვის.
Mirror იუწყება, რომ "იუნაიტედის" ხელმძღვამელებმა ოლეს განუცხადეს, რომ პანდემია კვლავ დიდი ზარალს აყენებს კლუბს და რომ ისინი ვერ დააკმაყოფილებენ პოგბას და მისი აგენტის მინო რაოლას მოთხოვნებს.
კორონავირუსის პანდემიამ ფინანსების შეფერხება გამოიწვია ყველა კლუბში, მათ შორის შეაჩერე პოგბას "რეალში" გადასვლის საკითხი. მეორე ვარიანტი პოგბას "იუვენტუსში" დაბრუნებაა, თუმცა ტურინელების ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა საეჭვოა, ხოლო პოგბა დიდ უპირატესობას ანიჭებს ჩემპიონთა ლიგას და არა ევროპა ლიგას.
ამ მომენტში ერთადერთი რეალისტური ვარიანტია საფრანგეთის გიგანტი, "პარი სენ-ჟერმენი", რომელსაც ხელფასის გადახდაც შეუძლია და ამასთან, ის ჩემპიონთა ლიგაზეც იასპარეზებს. პოგბა შეიძლება დარჩეს კლუბში, მიუხედავად იმისა, რომ მისი გარიგება იწურება მომავალ ზაფხულს.
ჭორები
6 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.