ოლე გუნარ სოლსკიაერმა თქვა, რომ ხუან მატასთან მოლაპარაკებები კვლავ გრძელდება.
მატას მოქმედი კონტრაქტი ამ ზაფხულს იწურება, მაგრამ კლუბს კვლავ აქვს შესაძლებლობა, ავტომატურად განაახლოს იგი ერთი წლით.
"ჩვენ ვაგრძელებთ ხუანთან ურთიერთობას და ძალიან მალე უნდა განვიხილოთ ეს თემა. რა თქმა უნდა, ის არ თამაშობს ისე, როგორც მას სურს, მაგრამ გადაწყვეტილებას, რაც არ უნდა იყოს ჩვენ მასთან ერთად მივიღებს".
"ის ხელმძღვანელობს საკუთარ მომავალს და ის ჩვენი კლუბის ერთგული იყო. როგორც ბევრჯერ მითქვამს, ძალიან რთულია კარგი ფეხბურთელების და კარგი ადამიანების კლუბიდან წასვლა."
"ახლა ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, თუ რა არის შემდეგი ნაბიჯი, რომლის გადადგმაც სურს. განაგრძობს ის კარიერას აქ თუ გადაწყვეტს სხვაგან გადასვლას? საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის."