ესპანური გამოცემის AS- ის თანახმად, მადრიდის "რეალმა" უარი თქვა "მანჩესტერ იუნაიტედის" 40 - მილიონი ფუნტის ოდენობის შეთავაზებაზე რაფაელ ვარანის ტრანსფერთან დაკავშირებით.
"სამეფო კლუბს" ფრანგი ცენტრალური მცველის სანაცვლოდ 60 - მილიონი ფუნტი სტერლინგის მიღება სურს. ვარანის კონტრაქტი მის ამჟამინდელ კლუბთან მომავალ ზაფხულამდეა გაწერილი.
იმის გათვალისწინებით, რომ ესპანურ გრანდში ფინანსური პრობლემებია შესაძლოა კლუბმა რამოდენიმე ფეხბურთელი გაასხვისოს.
ზემოაღნიშნული წყაროს მტკიცებით, რაფაელ ვარანის "ოლდ ტრაფორდზე" გადმობარგების მთავარი ინიციატორი, "წითელი ეშმაკების" ნორვეგიელი სპეციალისტი ოლე გუნარ სოლსკიაერია.
მენეჯერი თვლის რომ ვარანი იქნება იდეალური მეწყვილე დაცვის ცენტრალურ ხაზში ჰარი მაგუაიერისთვის.
ჭორები
9 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.