თბილისი:
მანჩესტერი:
16-05-2021, 00:18
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1346,
კომენტარები: 6
ლინეკერი: "მაგუაიერის გარეშე დაცვაში ქაოსი იყო"
კიდევ ერთი კრიტიკა "იუნაიტედის" დაცვის ცენტრალურ ხაზს.
ლინეკერი:
მერსისაიდულ კლუბთან პრემიერ ლიგის გასულ ტურში განცდილი მარცხის შემდეგ, "მანჩესტერ იუნაიტედის" ცენტრალური ნახევარდაცვის შემადგენლობა როი კინმა გააკრიტიკა.

ამჯერად კრიტიკოსები ოლე გუნარ სოლსკიაერის დაცვის ცენტრალურ ხაზს მიადგნენ. ყოფილი ფეხბურთელი გარი ლინეკერი საკუთარ სოციალურ ქსელში "წითელი ეშმაკების" დაცვის ცენტრალურ ხაზს აკრიტიკებს.

შეგახსენებთ, რომ ჰარი მაგუაიერმა ტრავმის გამო გასული ტურის შეხვედრა "ლივერპულთან" გამოტოვა. ინგლისელმა ტერფის ტრავმა პრემიერ ლიგის ეგიდით გამართულ შეხვედრაში "ბარნლის" წინააღმდეგ მიიღო.

"ხალხი ხშირად ვერ ამჩნევს თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ესა თუ ის ფეხბურთელი. ამის შესახებ ისინი მხოლოდ მაშინ იგებენ როდესაც ის კონკრეტული მოთამაშე არ თამაშობს.

ამ ყველაფრის საუკეთესო მაგალითი ჰარი მაგუაიერია. "წითელ ეშმაკებს" მის გარეშე დაცვის ცენტრალურ ხაზში ქაოსი ჰქონდათ".
- წერს ლინეკერი საკუთარი "ტვიტერის" გვერდზე.
ახალი ამბები
6 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
16 მაი 2021 00:26
  • სიახლეები: 2853
  • კომენტარები: 3908
ტრანსფერებია საჭირო, მნიშვნელოვნად უნდა გავძლიერდეთ როგორც დაცვის ასევე ნახევარდაცვის ხაზში, შეტევაში კეინი ან სანჩო აუცილებლად მოსაყვანია. ჩემი აზრით მინიმუმ 3 ტრანსფერი გვჭირდება ჩემპიონობისკენ რო გავიწიოთ. რეალურად რო შევხედოთ ესეიგი მაგუაიერი თუ გაიტრავმა მორჩენილია საუბარი, იგივე ბრუნოზე, ნუ მოკლეთ სატრანსფერო ფანჯარაზე დიდი სამუშაოა და გლიზერებს თუ უნდათ კლუბის შენარჩუნება ეს ტრანსფერები უნდა გაკეთდეს.
2
№2
ავტორი: ikeoni
16 მაი 2021 11:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11520
კარგად გამოჩნდა რამხელა ძალაა ჰარი და იმედია ფინალში იქნება ..გუნდი კი გასაძლიერებელია ნამდვილად და ოლეც თითქმის ყველა ინტერვიუში იძახის უკვე
0
№3
ავტორი: David_Beckham7
16 მაი 2021 15:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1057
მაგუ გვჭირდება ფინალში, თუ რამე შანსი იქნება აუცილებლად გამოვა მოედსნზე
0
№4
ავტორი: Mishiko82
16 მაი 2021 15:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 608
არა მგონია 3 ტრანსფერი გვეყოს სიტის დონეს რომ მიუახლოვდეთ, 4-5 ტრანსფერი მაინც გვჭირდება რომ სიტის მეტ ნაკლებად გაუთანაბრდეთ, შემდეგი სეზონი უფრო დაძაბული იქნება სიტი, ლივერპური, ჩელსი და არ დაგვავიწყდეს ლესტერი, ეს გუნდები დღეს ჩვენზე უკეთესები არიან ეს ურთიერთ თამაშებიდან და შედეგებიდან გამოჩნდა ჩელსის მოვუგედ მაგრამ ლიგის ფინალში გავიდა და მიგებისკენაც გაიქაჩება, ახალი სეზონიდან ისინი ყველა გაძლიერდებიან და მოიყვანენ ახალ ფეხბურთელებს ჩვენ მათზე უკეთესი ტრანსფერები თუ არ გავაკეთეთ შემდეგ სეზონში გვაჯობებენ და ოთხეულში შესვლა საწვალებელი გაგვიხდება. დიდი იმედი არამაქვს გლეიზერების რომ გააკეთებენ 4-5 მაღალი ფონის ტრანსფერს. იქნება 2 ცნობილი და ერთი ან ორი პერსპექტიული მოთამაშე რომლებიც გამოგვადგება ან არა.
0
№5
ავტორი: bendzela
16 მაი 2021 17:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 935
კი ვასხავთ ხოლმე თავგაზას მარა კი გამოჩნდა თურმე რამხელა ძალა ყოფილა გუნდისთვის ! იმედია ფინალში დაგვიბრუნდება
0
№6
ავტორი: SANDROGRIGA
16 მაი 2021 20:17
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
ასეა სამწუხაროდ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top