"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი ჯესი ლინგარდი, რომელიც "ვესტ ჰემში" არის განათხოვრებული, პრემიერ ლიგის აპრილის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.
ლინგარდი უკვე იყო ნომინირებული ამ პრიზზე თებერვალსა და მარტში, მაგრამ მოიგო იგი მხოლოდ მესამე ცდაზე. ეს მისი პირველი ასეთი ჯილდოა კარიერაში.
"ბოლო ორი თვის განმავლობაში მე პრეტენდენტთა შორის ვიყავი, მაგრამ ნომინაციაში მოხვედრაც კი დიდი გრძნობაა ჩემთვის", - ციტირებს ლინგარდს პრემიერ ლიგის ოფიციალური ვებგვერდი. ”მინდა გავაგრძელო საუკეთესო თამაში, რაც შემიძლია და მინდა ვიყო საუკეთესო მსოფლიოში!”
"დევიდ მოესს სჯეროდა ჩემი და თავისუფლებას მაძლევს ყველა თამაშში ისე, რომ მე უბრალოდ გავიდე მინდორზე და ვაჩვენო ჩემი თამაში."
აპრილში ლინგარდმა 4 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.
ახალი ამბები
6 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.