გავრცელებული ინფორმაციით, "ლივერპულის" ავტობუსს, რომელიც "ოლდ ტრაფორდისკენ" მიემართებოდა, მანქანებით გზა გადაუკეტეს და საბურავები დაუჭრეს. ჯერ გაურკვეველია იყო თუ არა იმ დროს ავტობუსში "ლივერპულის" ფეხბურთელები და თანამშრომლები.
მას შემდეგ, რაც 2 მაისს თამაში გადაიდო არეულობის გამო, პოლიციის მობილიზება მოხდა "ოლდ ტრაფორდის" გარშემო.
ამაღამ მატჩის წინ უფრო მეტი პრობლემა იყო მოსალოდნელი, რადგან "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივრები აპროტესტებენ გლეიზერებს და მათ წასვლას მოითხოვენ.
ასევე განხორციელდა "მანჩესტერ იუნაიტედის" გუნდის მწვრთნელების მიერ ცრუ ქმედებები მომიტინგეების დასაბნევად. გულშემატკივრების მცირე ჯგუფში ამან დაბნეულობა გამოიწვია და "ლივერპულის" ავტობუსი მანქანებით გააჩერა.
ამ წუთის მონაცემებით, პოლიციამ გზა გაათავისუფლა და "ლივერპულის" ავტობუსი სტადიონისკენ დაიძრა.