Manchester Evening News- ის თანახმად, "იუნაიტედის" ზოგიერთი ფეხბურთელი "ლივერპულთან" მატჩის დაწყებამდე 6 საათით ადრე მივიდა "ოლდ ტრაფორდზე".
გუნდი თავიდანვე არ აპირებდა ლაურში ჩასვლას და იქიდან ავტობუსით გადასვლას, რათა ჩაეშალათ საპროტესტოდ განწყობილი გულშემატკივრების გეგმები, რომლებიც აპირებდნენ მოთამაშეები არ შეეშვათ სტადიონზე.
ამავე დროს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამწვრთნელო შტაბის რამდენიმე წევრმა ყურადღების გადასატანად სასტუმროში შეირბინა და შექმნა სიტუაცია, თითქოს რომ გუნდი შიგნით იმყოფებოდა.
მოთამაშეებს შორის, რომლებიც "ოლდ ტრაფორდზე" თავიანთი მანქანებით მივიდნენ, იყვნენ გუნდის ძირითადი მოთამაშეები - ბრუნო ფერნანდეში, მეისონ გრინვუდი და ედინსონ კავანი.
ახალი ამბები
7 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.