ბერგამოს "ატალანტას" ცენტრალურმა მცველმა კრისტიან რომერომ კარიერა შესაძლოა ინგლისურ გრანდში "მანჩესტერ იუნაიტედში" გააგრძელოს. ამის შესახებ ინფორმაციას Sky Sport - ი ავრცელებს.
ბრიტანული პრესის მიერ გაჟღერებული ინფორმაციებით, ოლე გუნარ სოლსკიაერის მთავარი პრიორიტეტი მომდევნო სატრანსფერო ფანჯარაზე, დაცვის ცენტრალური ხაზის გაძლიერება იქნება.
ნორვეგიელის სატრანსფერო სიებში, ერთ ერთი მოწინავე ადგილი სწორედ არგენტინელ ცენტრალურ მცველს უკავია. 23 - წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში, იტალიის ჩემპიონატში 28 - მატჩი ჩაატარა, პირადი მონაგარი 2 გოლით და 1 საგოლე გადაცემითაც შეავსო.
გარდა რომეროსა, ინგლისური გრანდი ასევე უთვალთვალებს სვენ ბოტმენს "ლილი" - დან და ჟიულ კუნდეს ესპანური "სევილია" - დან.
რაც შეეხება რომეროს სატრანსფერო ღირებულებას, ფეხბურთელი ამ მომენტისთვის 25 - მილიონ ევროდ ფასდება. რომეროს კარიერის ძირითადი ნაწილი იტალიაში აქვს გატარებული, აქამდე ის ტურინის "იუვენტუსის" და "ჯენოას" შემადგენლობაშიც ირიცხებოდა.
ჭორები
5 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.