"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა კაპიტანმა ანტონიო ვალენსიამ გამოაცხადა სათამაშო კარიერის დასრულების შესახებ. აგვისტოში მას 36 წელი შეუსრულდება და მისი ბოლო კლუბი იყო მექსიკური "კერეტარო".
"იუნაიტედის" შემადგენლობაში ვალენსია ორჯერ გახდა პრემიერ ლიგის ჩემპიონი, მოიგო FA თასი, ლიგის თასი (ორჯერ) და ევროპის ლიგა.
2009 წლის 30 ივნისს ვალენსიამ ხელი მოაწერა ოთხწლიან კონტრაქტს "მანჩესტერ იუნაიტედთან". ტრანსფერის ღირებულება უცნობია, მაგრამ ზოგიერთი წყაროს მიხედვით, ის შეადგენდა 16 მილიონს.