ხვალ იურგენ კლოპის "ლივერპული" ესტუმრება ოლე გუნარ სოლსკიაერის "მანჩესტერს" და სწორედ ამაზე ისაუბრე გერმანელმა სპეციალისტმა.
"უახლოეს კვირებში "ლივერპულს" დიდი ამოცანა ეკისრება. ჩვენ უნდა მოვიგოთ ჩვენი დარჩენილი ყველა თამაში, თუ გვსურს დავრჩეთ საუკეთესო ოთხეულში. პირველ ადგილზეა მოგზაურობა მანჩესტერში".
თამაშის წინ იურგენ კლოპმა შეაფასა მეისონ გრინვუდი, როგორც მისი თაობის ერთ-ერთი საუკეთესო. მენეჯერმა ხაზგასმით აღნიშნა მოწინააღმდეგის შეტევითი საფრთხე მატჩის წინა პრესკონფერენციაზე.
მეისონ გრინვუდმა იურგენ კლოპის დიდი მოწონება დაიმსახურა და გამოყო მარკუს რაშფორდი.
"მათ აქვთ კარგი ნაზავი, ასაკის მიხედვით. შეტევითი პოტენციალი, რაშფორდი ახალგაზრდა და გამოცდილია, გრინვუდი, განსაკუთრებული. მისი თაობის ერთ-ერთი საუკეთესო."
"ინგლისის თაობის შემტევი ფეხბურთელები! ისინი მართლაც კარგად ასპარეზობენ უკვე მეორე სეზონია. მეისონ გრინვუდი განსაკუთრებული ნიჭის პატრონია და ჩვენ გვექნება გარკვეული ამოცანა, შევაჩეროთ ბიჭი, რომელიც საუკეთესო იქნება შემდეგი ათწლეულის განმავლობაში.". - თქვა კლოპმა.