ოლე გუნარ სოლსკიაერმა ისაუბრა ჰარი მეგუაერის გამოკვლევის შედეგებზე, რომელიც "ასტონ ვილასთან" მატჩში დაშავდა.
"ის დაასკანირეს და კარგი ამბავია ის, რომ მოტეხილობა არაა." - ციტირებს კლუბის ოფიციალური ვებგვერდი. - "მას ტრავმა აქვს, მაგრამ იმედია ამ სეზონში კვლავ ვნახავთ. ჩვენ ველით, რომ ის მზად იქნება ევროპა ლიგის ფინალისთვის."
შეგახსენებთ, რომ 26 მაისს გაიმართება ევროპა ლიგის ფინალური მატჩი, სადაც ერთმანეთს "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ვილიარეალი" დაუპირისპირდებიან. ისინი სულ ოთხჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და აღსანიშნავია, რომ ოთხივე შეხვედრა ფრედ 0-0 დასრულდა.
ახალი ამბები
5 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.