ერიკ კანტონამ ინტერვიუ მისცა Sky Sports - ს, რომელშიც დარწმუნებით თქვა, რომ "იუნაიტედი" ოლე გუნარ სოლსკიაერის ხელმძღვანელობით მალე დაიწყებს თასების მოგებას.
"მნიშვნელოვანია ნებისმიერი თასის მოგება," - თქვა ერიკმა. - "უახლოეს მომავალში იმედი მაქვს, რომ შეძლებენ ჩემპიონატის მოგებას. ისინი ცდილობდნენ ეპოვნათ ისეთი ადამიანი, როგორიც ოლე იყო. იგივე გვარდიოლა იყო ფეხბურთელი, როდესაც იოჰან კრუიფი მწვრთნელი იყო "ბარსელონაში" და მან მისგან ბევრი რამ ისწავლა. იგი გახდა დიდი მწვრთნელი იგივე საფეხბურთო ფილოსოფიით".
"ოლე თამაშობდა ალექს ფერგიუსონის მეთაურობით და ასევე ბევრი რამ ისწავლა მისგან. მან ასევე გადაწყვიტა მწვრთნელი გამხდარიყო და ძალიან კარგია მწვრთნელის ყოლა, რომელმაც იცის ამ კლუბის სპეციფიკა. მას ამ კლუბის დნმ აქვს და ველოდები მისი გუნდისგან ჩემპიონობის მოპოვებას - ეს მალე მოხდება."
"ბრუნო ფერნანდეში ძალიან კრეატიული მოთამაშეა. მას შეუძლია გოლების გატანა და ის არის ნამდვილი გამარჯვებული. "იუნაიტედში" ის დიდი ფეხბურთელებით არის გარშემორტყმული და დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში ეს გუნდი გაიმარჯვებს. ბრუნო ამ კლუბისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა. თუ თქვენ თამაშობთ ისეთ მწვრთნელთან, როგორიცაა ოლე, რომელსაც სურს "იუნაიტედის" ფეხბურთის თამაში და სწორი გზით გამარჯვება, მაშინ თქვენ უბრალოდ გჭირდებათ ფეხბურთელი, როგორიცაა ფერნანდეში." - დაასრულა კანტონამ.
ინტერვიუები
4 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.