კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე წარმოდგენილია ოლე გუნარ სოლსკიაერის ინტერვიუ "ლესტერთან" მარცხის შემდეგ.
მატჩის მიმდინარეობის შესახებ
ჩვენ ცოტა ნელა დავიწყეთ, რაც მოსალოდნელია, რადგან ბიჭებს დრო მოსამზადებლად არ ჰქონდათ. შეიძლება ცოტა ვნერვიულობდით, მაგრამ როდესაც მათ გაიტანეს, დასაკარგი არაფერი გვქონდა. ჩვენ კარგად ვითამაშეთ, მე კმაყოფილი ვიყავი. ყოველგვარი მომზადების გარეშე ვთამაშობდით, მაგრამ შემდეგ მათ მახეებში გაბმა დავიწყეთ.
რა თქმა უნდა, იმედგაცრუებული ვართ. ვფიქრობ, რომ ჩვენ კარგად ვითამაშეთ და შეგვეძლო ქულის მოპოვებაც შეხვედრის ბოლოს. ალბათ, მეორე ტაიმში უფრო მეტი შანსი უნდა შეგვექმნა, მაგრამ, პრინციპში, ყველაფრით კმაყოფილი ვარ.
ნემანია დაბადებული ლიდერია
რა თქმა უნდა, ჩემს ბიჭებს კარგად ვიცნობ. დღეს თქვენ ხედავდით ნემანიას ლიდერობის თვისებებს - ის საუკეთესო იყო! ამადმა შესანიშნავად ითამაშა და მეისონი ისევ პროფესიონალს ჰგავდა. ის მხოლოდ 19 წლისაა, მაგრამ დღეს ის თამაშობდა ძალიან კარგად. 18 და 19 წლის ბიჭების გვერდით ის ჩანდა, რომ 29 წლის იყო. ძალიან ბედნიერი ვარ! ენტონის თამაშში იგრძნობოდა ენთუზიაზმი და პოზიტიურად შევეფასებ, იგი სულ მოძრაობდა და კარგად ეხმარებოდა დაცვას.
გრინვუდის გოლის შესახებ
დიახ, ეს ძალიან კარგი გოლია. ხუანის შესანიშნავი პასი, შესანიშნავი გაქცევა, დრო სწორი. ამადის მოქმედებასაც ხედავდით, მან ძალიან კარგად ითამაშა და მეისონმა გაიტანა, როგორც ყოველთვის.
აბსურდული გრაფიკი
ეს აღარ უნდა განმეორდეს. ასე ვერ ითამაშებთ: ხუთშაბათი - კვირა - სამშაბათი - ხუთშაბათი. ეს უბრალოდ შეუძლებელი და გაუგონარია! ამიტომაც მომიწია ასეთი ცვლილებების შეტანა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ თამაში ხვალ იქნებოდა, შემდეგ კი შაბათს, პრობლემები არ იქნებოდა. თუ მატჩებს შორის ორი დღე გაქვთ, პრობლემა არ არის, მაგრამ მოთამაშეებს უბრალოდ არ შეუძლიათ იმ რეჟიმში, როგორც ახლა ვთამაშობთ. ეს უბრალოდ შეუძლებელია.
ულოცავთ სიტის
თუ გვინდა, რომ მათ კონკურენიცა გავუწიოთ ჩემპიონობისთვის ბრძოლაში, ჩვენი გუნდი უნდა გავაძლიეროთ. ვულოცავ, მათ ფანტასტიკური სეზონი ჩაატარეს. ამავდროულად, მე ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი ბიჭებით, რომლებიც იბრძოდნენ და სეზონის ბოლო 10 დღემდე უწევდნენ კონკურენციას გუნდს, რომელსაც ევროპის საუკეთესო გუნდს უწოდებენ. ჩვენ კარგი საქმე შევასრულეთ, მაგრამ გვსურს შემდეგი ნაბიჯი გადავდგათ და კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი გვჭირდება გუნდის გასაძლიერებლად.
ჩვენ გვინდა ზეწოლა მოვახდინოთ სიტზე, გვსურს წინ გადადგმული ნაბიჯი. არა მგონია, ასეთი სიტყვების თქმა სასირცხვილოა. მათ შესანიშნავი სეზონი ჩაატარეს და თქვენ უნდა იყოთ საკმარისად დიდი, რომ ეს აღიაროთ და თქვათ, რომ ისინი დამსახურებულად გახდნენ ჩემპიონები. მრავალი სხვადასხვა გარემოება იყო სეზონის დაწყისში. პირველ 8 მატჩში ტიტულის მოპოვება არ შეიძლება, მაგრამ ამ 8 შეხვედრაში შეგიძლიათ ხელიდან გაუშვათ ჩემპიონობა. როდესაც 3 მატჩში წააგე, აშკარაა, რომ მთელი სეზონი რთული იქნება.
ინტერვიუები
4 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.