"მანჩესტერ იუნაიტედის" ურუგვაელი ფორვარდი ედინსონ კავანი, ინგლისურ გრანდში კიდევ ერთ სათამაშო წელიწადს დაჰყოფს. "ელ მატადორმა" ოლე გუნარ სოლსკიაერის გუნდში დარჩენა გადაწყვიტა.
ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში კავანიმ, გუნდის ნორვეგიელ მენეჯერს მადლობა გადაუხადა ნდობისთვის.
"პირველივე დღიდან ვიგრძენი ის ნდობა, რაც ოლე გუნარ სოლსკიაერს ჩემს მიმართ გააჩნდა. ეს დამოკიდებულება ნებისმიერ ფეხბურთელს აძლევს შესაძლებლობას, აჩვენოს თავისი საუკეთესო თამაში, ამისთვის მადლობა მინდა გადავუხადო მწვრთნელს.
შემეხო ის ყველაფერი, რომ თუ როგორ ძალიან სურდა გულშემატკივარს დავრჩენილიყავი, ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ მათ ჩემი წარმოდგენებით სიხარული მოვუტანო". - ციტირებს კლუბის ოფიციალური პრეს-სამსახური კავანის სიტყვებს.