ამჟამად უკვე ოფიციალურად, "მანჩესტერ იუნაიტედის" ურუგვაელი თავდამსხმელი ედინსონ კავანი "ოლდ ტრაფორდზე" კიდევ ერთ წელიწადს გაატარებს. კლუბსა და ფეხბურთელს შორის სამუშაო ხელშეკრულების გაფორმება შედგა, ედინსონი ოლე გუნარ სოლსკიაერის გუნდში 2022 - წლის სეზონის ბოლომდე დარჩება.
კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, ნორვეგიელმა სპეციალისტმა ფეხბურთელის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ კავანის დარჩენა მის ინტერესებში ყოველთვის შედიოდა.
”როდესაც კავანი პირველად შემოგვიერთდა, მაშინვე ვთქვი, რომ ის გააძლიერებს გუნდს და დაამატებს ლიდერების თვისებებს, არ ვცდებოდი, ედინსონმა კიდევ უფრო მეტი რამ მისცა "იუნაიტედს".
რა თქმა უნდა, ჩვენმა სამწვრთნელო შტაბმა იცოდა კავანის შესაძლებლობების შესახებ, მაგრამ მან გუნდს გამარჯვებულის მენტალიტეტი მიანიჭა - ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
ედინსონი ერთ-ერთი უკანასკნელია, ვინც ვარჯიშებს ყველაზე ბოლოს ტოვებს და ამით ახალგაზრდა ფეხბურთელების მაგალითია თავისი დამოკიდებულებით და პროფესიონალიზმით საქმისადმი. ყოველთვის მინდოდა, რომ კავანი კლუბში დარჩენილიყო”. - აცხადებს მწვრთნელის სიტყვებს "მანჩესტერ იუნაიტედის" პრესსამსახური.
ინტერვიუები
6 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.