ჩარლი მაკნილმა თავისი პირველი მანჩესტერული სეზონი ბრწყინვალე შედეგით დაასრულა.
იუნაიტედის ახალგაზრდა შემტევმა 18 წლამდელების „მიდლსბროსთან“ 8-1 ტრიუმფულად მოგებულ შეხვედრაში ჰეთ-ტრიკი შეასრულა.
მაკნილი ორიდან ერთ-ერთ მოთამაშე იყო, ვინც ამ შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა.
დილონ ჰუგევერფმა ასევე შეძლო იმავეს გაკეთება. თავიანთი გოლები გაიტანეს ზიდან იქბალმა და ალეხანდრო გარნაჩომაც.
ეს სეზონის ბოლო შეხვედრა იყო ახალგაზრდა ეშმაკებისთვის და შეიძლება ამ გამარჯვებამ მათ ჩემპიონობა მოუტანოს, რადგან წითლებს 60 ქულა აქვთ და 2 ქულით უსწრებენ თანაქალაქელ „სიტის“, რომელიც საკუთარ ბოლო შეხვედრას ოთხშაბათს, გასვლაზე „ბარნლის“ წინააღმდეგ გამართავს.
მაკნილმა უკვე დასრულებულ სეზონში 25 გოლის გატანა მოახერხა, აქედან 24 გოლი (22 თამაშში) U18 ჩემპიონატში, რითაც ის ბომბარდირი გახდა, ხოლო 1 გოლი (2 თამაშში) მან ახალგაზრდულ FA თასზე შეაგდო.
მას, ასევე, 7 ასისტი დაუგროვდა, რაც ნიშნავს, რომ 24 ჩატარებულ შეხვედრაში 32 გოლში მიიღო მონაწილეობა.
თუმცა შეიძლება ამ სეზონში ეს სულაც არ აღმოჩნდეს მისი ბოლო თამაში, რადგან ის შეიძლება 23 წლამდელთა გუნდში ვიხილოთ „დერბის“ წინააღმდეგ. ასევე, არაა გამორიცხული მან სეზონის დარჩენილ დროში პირველ გუნდთან ერთად ივარჯიშოს და მისი დებიუტიც კი შედგეს.
ეს ჩარლი მაკნილის პირველი სეზონი იყო „იუნაიტედის“ შემადგენლობაში მას შემდეგ, რაც გასულ ზაფხულს „მანჩესტერ სიტიდან“ შეუერთდა წითლებს.
წყარო