ჟურნალისტ ფაბრიციო რომანოს თქმით, ედინსონ კავანმა "მანჩესტერ იუნაიტედთან" გაახანგრძლივა კონტრაქტი 2022 წლის ივნისამდე.
ჟურნალისტი ირწმუნება, რომ გარიგება დასრულებულია და ოფიციალური განცხადება გაკეთდება უახლოეს დღეებში.
"ხელშეკრულება გაფორმებულია", - წერს რომანო. - "კავანი დარჩენას დათანხმდა და ოლე გუნარ სოლსკიაერმა ყველაფერი გააკეთა, რომ ედინსონი გუნდში დარჩენილიყო. გარიგება დასრულებულია, დადასტურებულია.!
აქამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კავანის არ მოსწონდა ამინდი და ოჯახთან ახლოს სურდა ყოფნა, მაგრამ როგორც ჩანს სოლსკიაერმა შეძლო მისი დაყოლიება.