პრემიერ ლიგის გასული ტური, "მანჩესტერ იუნაიტედის" ცენტრალური მცველისთვის ჰარი მაგუაიერისთვის არცთუ ისე სასიამოვნოდ დასრულდა.
"წითელი ეშმაკების" უკანახაზელმა და კაპიტანმა, ბირმინგემელებთან მატჩის 78 - ე წუთზე ტრავმა მიიღო და მოედანი დროზე ადრე დატოვა. ინგლისელი ერიკ ბაიიმ ჩაანაცვლა.
მატჩის შემდგომ, მაგუაიერმა გულშემატკივებს სოციალური ქსელის მეშვეობით მიმართა და პოსტი გამოაქვეყნა სადაც ის წერს რომ ტრავმა რომელიც მან ამ მატჩში მიიღო დიდხანს ვერ შეაჩერებს და რომ ის მალევე დაუბრუნდება მოედანს.
"მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. ვიმედოვნებ, რომ ტრავმა სერიოზული არ იქნება და მალე დავუბრუნდები თამაშს, მადლობა ყველას შეტყობინებებისა და მხარდაჭერისათვის". - წერს ჰარი საკუთარი ტვიტერის გვერდზე.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ოლე გუნარ სოლსკიაერმა დაადასტურა რომ ფეხბურთელმა ტერფის ტრავმა მიიღო. რაც შეეხება ტრავმის სიმძიმეს ამისათვის საჭიროა მთელი რიგი პროცედურებისა და სკანირების ჩატარება.
შეგახსენებთ, რომ ოლე გუნარ სოლსკიაერის გუნდმა "ასტონ ვილა" სტუმრად ანგარიშით 1-3 დაამარცხა და მომვალი სეზონისთვის ჩემპიონთა ლიგის საგზური ოფიციალურად გაინაღდა.
სიახლეები
8 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.