ინგლისის პრემიერ ლიგის 34 - ე ტურში, ოლე გუნარ სოლსკიაერის "მანჩესტერ იუნაიტედი" სტუმრად "ასტონ ვილას" დაუპირისპირდა. შეხვედრა "წითელი ეშმაკების" დამაჯერებელი გამარჯვებით 1-3 დასრულდა.
მატჩის შემდეგ "წითლების" მენეჯერმა ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში საკუთარი გუნდის მიმართ კმაყოფილება გამოხატა და განაცხადა, რომ მისმა გუნდმა ტაბლოზე სასურველი ანგარიში დააფიქსირა.
”მე ძალიან ბედნიერი ვარ დღევანდელი გამარჯვებით, ყოველთვის რთულია თამაში ეროვნულ ჩემპიონატში მას შემდეგ რაც წინა კვირას ევროპული ტურნირების მონაწილე იყავი. მხოლოდ პარასკევ დილით მოვედით სახლში. გუნდს ჰქონდა შესანიშნავი რეაქცია მიღებულ გოლზე, ბიჭებს პირველი ტაიმის გამო ვერ დავადანაშაულებ.
რაც შეეხება "მანჩესტერ სიტის" მარცხს, ეს კარგია, ჩვენ არ გვსურს მათი გულშემატკივრების სახეებზე ზეიმის გამომხატველი გამომეტყველების ხილვა, შევეცდებით მათი ჩემპიონობა გადავდოთ". - ციტირებს Sky Sports - ნორვეგიელის სტყვებს.
ინტერვიუები
6 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.