"მანჩესტერ იუნაიტედს" სურს ჯუდ ბელინგჰემის შეძენა ამ ზაფხულს და არა ჯეიდონ სანჩოსი, იტყობინება BILD - ი.
გერმანიაში გავრცელებული ცნობების თანახმად, ერლინგ ჰალანდისა და სანჩოს მიმართ "იუნაიტედის" ცნობილი ინტერესის მიუხედავად, "ოლდ ტრაფორდის" ოფიციალური პირები სეზონის ბოლოს გეგმავენ ბელინგჰემის შეძენას, რაც შეიძლება სენსაციური ნაბიჯი იყოს.
"ამ ეტაპზე "იუნაიტედში" სანჩოს ინტერესი საერთოდ არ არის. პირიქით ნაბიჯი საერთოდ არ იქნება გადადგმული, მიზეზი? ჯუდ ბელინგჰემი." - განუცხადა კრისტიან ფოლკმა BILD- ს.
ბელინგჰემმა "ბირმინგემი" გასულ წელს დატოვა და გერმანელებს 20 მილიონ ფუნდათ შეუერთდა. 17 წლის ფეხბურთელმა საკმაოდ შთაბმეჭდავი შთაბეჭდილება დატოვა, განსაკუთრებით ჩემპიონთა ლიგაზე.
იმის გათვალისწინებით, რომ კავანი კიდევ ერთ სეზონს რჩება კლუბში, სოლკიაერი სხვა პოზიციების გაძილერებას აპირებს. ასევე უცნობია პოგბას მომავალი და ოლე სულ სხვა მიმართულებით აპირებს სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობას.
ჭორები
6 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.