ის რომ ამ ზაფხულს სოლსკაიერი გუნდის გაძლიერებას შეეცდება უკვე ცხადია. ნორვეგიელს რამდენიმე პოზიციის გაძლიერება სურს, თუმცა პირველ რიგში ფორვარდის და გარემარბის დამატება.
სხვადასხვა გამოცემები აქტიურად უკავშირებენ ერლინგ ჰალანდს "იუნაიტედს," თუმცა მისი ფასიდან გამომდინარე, "წითელი ეშმაკების" წარმომდგენლები ალტერნატივას ეძებენ და მიაგნეს კიდეც. საუბარია "აინტრახტის" შემტევ ანდრეს სილვაზე.
სილვამ 31 თამაშში 26 გოლი გაიტანა და 9 შედეგინია გადაცემა გააკეთა, რაც ფორვარდისთვის იდეალური შედეგია. გამოცემის მტკიცებით, გერმანელებმა წინადადება მიიღეს და პასუხიც დააბრუნეს. გადაიხადეთ 40 მილიონი ევრო და ჩვენ გაშვების წინააღმდეგი არ ვართ.