"მანჩესტერ იუნაიტედის" ვიცე-პრეზიდენტმა ჯოელ გლეიზერმა გაავრცელა წერილი, რომელიც გასულ კვირას ჩატარდა ონლაინ ფორუმის წევრებისთვის.
კლუბის ერთ-ერთმა მფლობელმა კიდევ ერთხელ მოიხადა ბოდიში სუპერლიგის იდეის მხარდაჭერისთვის და ისაუბრა იმაზე, თუ რა ცვლილებები მოხდება ფანებთან ურთიერთობაში უახლოეს მომავალში.
"მინდა ვაღიარო, რომ ცვლილებები აუცილებელია", - ნათქვამია კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ წერილში. - "ჩვენ უფრო ღრმა კონსულტაციები უნდა ჩავატაროთ გულშემატკივრებთან, როგორც ჩვენს მთავარ წარმომადგენლობით ორგანოსთან და განვიხილოთ ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის ისეთ თემებზე, რომელ ტურნირებზეც ვთამაშობთ. ჩვენ ასევე ვაცნობიერებთ იმის მნიშვნელობას, რომ გულშემატკივართა ინტერესები მხედველობაში მიიღება ყველა საკვანძო გადაწყვეტილების მიღების პროცესში კლუბის სტრუქტურის ყველა დონეზე და ღია ვართ კონსტრუქციული დისკუსიებისთვის, თუ როგორ შეგვიძლია ვიხელმძღვანელოთ ამ პრინციპით."
"ჩვენ მზად ვართ ვიმუშაოთ ფართო საფეხბურთო საზოგადოებასთან, რათა თამაში უფრო ძლიერი და გამძლე გახდეს ყველა სახის კრიზისის მიმართ, გრძელვადიან პერსპექტივაში, მაგრამ ახლა ჩვენ მივმართავთ ჩვენს ძალისხმევას ვიმუშაოთ არსებულ ორგანიზაციებში - უეფას და პრემიერ ლიგაში."
"ასევე მინდა დაგარწმუნოთ, რომ მე და ჩემი ოჯახი ვზრუნავთ "მანჩესტერ იუნაიტედზე" და პასუხისმგებლობის გრძნობა გვაქვს, რომ დავიცვათ და გავაძლიეროთ კლუბი გრძელვადიან პერიოდში, მის ღირებულებებსა და ტრადიციების გათვალისწინებით."
"ჩვენი მთავარი პრიორიტეტი არის და ყოველთვის იქნება ბრძოლა ყველა მთავარი ტიტულისთვის და გუნდის შესანიშნავი გამოსვლა, რომელიც შედგება მაღალი კლასის მოთამაშეებისგან. ვგრძნობთ, რომ ოლეს ხელმძღვანელობით სწორ გზაზე მივდივართ".
"წარმატება მოედანზე მყარ საფუძველს უნდა დაეყრდნოს. ჩვენ მრავალი წლის განმავლობაში ვდებთ ინვესტიციას გუნდში და ამის გაკეთებას მომავალ ზაფხულს ვაპირებთ. ჩვენ გვესმის, რომ მნიშვნელოვნად უნდა გავზარდოთ ჩვენი ინვესტიცია "ოლდ ტრაფორდზე" და საწვრთნელ ბაზაზე, რათა კლუბი დარჩეს ერთ-ერთი საუკეთესოდ ევროპაში. ამ ინვესტიციის თაობაზე ჩვენ ვიწყებთ კონსულტაციას გულშემატკივრებთან."
გლეიზერმა კომენტარი გააკეთა ფანების მოთხოვნებზე კლუბში ხმის მიცემის წილის შესაძლებლობის შესახებ.
"როგორც საფონდო ბირჟაზე წარმოდგენილი რამდენიმე ევროპული კლუბი, ჩვენ მხარს ვუჭერთ პრინციპს, რომ გულშემატკივრები ფლობდნენ "მანჩესტერ იუნაიტედის" აქციებს. ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით ადრე დავუკავშირდით M.U.S.T (მანჩესტერ იუნაიტედის მხარდამჭერთა კლუბს) და გვინდა გავაგრძელოთ ეს დისკუსიები და გავზარდოთ მათი ინტენსივობა."
"ჩვენ ვაღიარებთ, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობის გულშემატკივართა დომინანტური პროცესი ფეხბურთში კარგი შესაძლებლობაა, რომ შევქმნათ ურთიერთქმედების ახალი ნიმუშები. გარწმუნებთ, რომ ჩვენ ნებით და ღიად მივიღებთ მონაწილეობას ამ პროცესში და უზრუნველვყოფთ გულშემატკივრების ინტერესების პოპულარიზაციასა და დაცვას."
"ერთად ჩვენ განვავითარებთ ზომების პაკეტს, რომელიც შეცვლის ჩვენს ურთიერთობას და გააძლიერებს კლუბს გრძელვადიან პერსპექტივაში. სეზონის ფინალური თამაშის შემდეგ ჩვენ მოვაწყობთ შეხვედრას გულშემატკივართა სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლებთან, რომელშიც მე პირადად მივიღებ მონაწილეობას." - ნათქვამია განცხადებაში.