კლუბის ოფიციალურ ვებგვერდი წარმოგიდგენთ ოლე გუნარ სოლსკიაერის ინტერვიუს
ფინალში გასვლის შესახებ
"რა თქმა უნდა ეს კარგია. ჩვენ ძალიან, ძალიან კარგად შევსარულეთ სამუშაო "ოლდ ტრაფორდზე", რაც დაგვეხმარა, დღეს კი ჩვენი საქმე დავამთავრეთ. იმედგაცრუებული ვარ, რომ მეორე შეხვედრა წავაგეთ. მე არ მიყვარს წაგება პრინციპში და განსაკუთრებით ისე, როგორც ეს დღეს გავაკეთეთ, მაგრამ ეს იყო ერთ-ერთი თამაში, რომელიც აღმოჩნდა ლაღი. ორივე გუნდს ჰქონდა მომენტები და ანგარიში ადვილად შეიძლებოდა ყოფილიყო 6-6 ან 8-8, ასე რომ, ეს ცოტა უცნაური ფეხბურთი იყო."
"შესანიშნავია, რომ ფინალში გავედით და ჩვენ აუცილებლად შევეცდებით, რომ გდანსკში ჩასვლისას მატჩის მეორე ნახევარი დავივიწყოთ. ჩვენ ძალიან გახსნილი თამაში ვითამაშეთ, თუმცა ასეც უნდა ყოფილიყო. რომას აუცილებლად უნდა გაეტანა და ამან ჩვენ მოგვცა შანსები და გავედით ფინალში."
კავანისა და დე ხეას თამაშის შესახებ
"ჩვენ გავაგრძელეთ ბურთის მიცემა მეტოქისთვის და ძალიან საშიშ პოზიციებზე დავკარგეთ, მაგრამ საბედნიეროდ ჩვენ გვყავს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე და შემტევი მოთამაშე, რომელსაც ნამდვილად სურს გოლის გატანა. ედიმ და დევიდმა აჩვენეს უმაღლესი კლასის თამაში."
საბოლოო მოწინააღმდეგის შესახებ
"მათ სძლიეს "არსენალს", რაც მარტივი საქმე არასოდეს არის და ნებისმიერი გუნდი, რომელიც ფინალში გადის, კარგი გუნდია. ეს რთული თამაში იქნება, მაგრამ ჩვენ ველით მას. ეს ის იყო, რასაც ჩვენ მიზნად ვისახავდით - სეზონის ბოლო თამაშის ჩატარება თასების მოგების შესაძლებლობით. ოთხი ნახევარფინალი წავაგეთ და ახლა საბოლოოდ გავედით".
"ჩვენ ახლა "ვილიარეალის" ანალიზს ვიწყებთ, მაგრამ, რა თქმა უნდა, მათ თამაშს ვუყურებდით, როგორც პოტენციური მოწინააღმდეგის თამაშს. ჩვენ მათ შესახებ ბევრი არაფერი ვიცით, მაგრამ ფინალისთვის მზად ვიქნებით. ფინალი ფინალია, საპასუხო მატჩები არ იქნება, ასე რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ ჩვენ მზად ვიქნებით."
ფინალისკენ მიმავალ გზაზე
"ეს კოლექტიური სამუშაო იყო, მთელმა გუნდმა ყველაფერი გააკეთა. ჩვენ გვქონდა ჩვენი აღმასვლები და დაღმასვლები, ზოგჯერ კი ძალიან, ძალიან კარგ ფეხბურთს ვთამაშობდით. დღევანდელი მატჩის მეორე ნახევარი იმედგაცრუებადი და ძალიან ცუდიც კი იყო, მაგრამ ახლა ჩვენ ფინალში ვართ და გვაქვს სეზონის კარგად დასრულების შანსი. ჩვენ ველოდებით 26 მაისს."
მნიშვნელოვანი თარიღის შესახებ
"დიახ, 1999 წლის 26 მაისს ძალიან ღირსეული ფინალი ჩატარდა. კარგი დღე იყო და იმედია კარგი დღე გამოდგება."
ყველაზე რთული გრაფიკის შესახებ
"ჩვენ ძალიან უიღბლოები ვართ, მაგრამ მე უნდა გავაკეთო ის, რაც მე მჭირდება. მოდით ვნახოთ, როგორ გავუმკლავდებით ამას. ორი თამაში 3 დღეში ან 3 თამაში 5 დღეში არის ძალიან, ძალიან რთული."
ყველა მოთამაშე კარგად არის?
"ვიმედოვნებ. ყოველ შემთხვევაში, ამ ოთხ მატჩში დაგვჭირდება თითოეული, ასე რომ, ჩვენ უბრალოდ გადავხედავთ მათ მდგომარეობას კვირას დილით. დიდი დრო არ გვაქვს მოსამზადებლად, მაგრამ უბრალოდ უნდა გავაკეთოთ ეს."
ინტერვიუები
9 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.