"მანჩესტერ იუნაიტედის" ესპანელი ნახვარმცველი ხუან მატა კარიერას იტალიის ჩემპიონატში გააგრძელებს.
როგორც გამოცემა Il Tempo - ი იუწყება, ფეხბურთელის აგენტი უკვე შეხვდა რომის "ლაციოს" წარმომადგენლებს და კონტრაქტის პირადი დეტალების განხილვის შემდეგ შეთანხმებაც შედგა.
ხელშეკრულების დეტალები ასეთია: ხუანი, "რომაულ" კლუბში ორი წლის ვადით დარჩება, ამ ხნის მანძილზე ის ანაზღაურების სახით 8 - მილიონ ევროს გამოიმუშავებს.
აღსანიშნავია ისიც, მატა "ლაციოს" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება, ასე რომ იტალიურ კლუბს მის ტრანსფერში "წითელი ეშმაკებისთვის" ფულის გადახდა არ მოუწევს.
ამპლუით შემტევი-ნახევარმცველი ოლე გუნარ სოლსკიაერის გუნდს ლონდონური "ჩელსი" - დან 2014 წელს შეუერთდა.