თბილისი:
მანჩესტერი:
11-10-2012, 17:42
ავტორი: Jubo,
ნანახია: 2673,
კომენტარები: 0
დენის ლოუ
"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდები: დენის ლოუ
დენის ლოუ
დაიბადა 1940 წლის 24 თებერვალს შოტლანდიის ქალაქ აბერდინში.
უეფა-ს 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ევროპის ყველა ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციამ 1954-2004 წლების საუკეთესო მოთამაშე დაასახელა. შოტლანდიის ფეხბურთის ასოციაციამ ასეთად 60-იანი წლების ვარსკვლავი, ევროპის 1964 წლის საუკეთესო მოთამაშედ დასახელებული დენის ლოუ მიიჩნია.
ტანმორჩილმა შოტლანდიელმა ფორვარდმა კარიერის საუკეთესო წლები "მანჩესტერ იუნაიტედში" გაატარა და ამ კლუბთან ერთად ევროპის საკლუბო მწვერვალიც დაიპყრო, "ოლდ ტრაფორდზე" გადასვლამდე კი სამ კლუბში მოასწრო თამაში: "ჰადერსფილდში", "მანჩესტერ სიტიში" და "ტორინოში".
ცნობისთვის: "მანჩესტერ სიტიმ" ლოუს სანაცვლოდ "ჰადერსფილდს" 55 ათასი გირვანქა გადაუხადა - ეს ბრიტანეთის ახალი რეკორდი იყო. ერთი წლის შემდეგ "ტორინომ" შოტლანდიელი 110 ათას გირვანქად შეიძინა: იტალიის და ინგლისის კლუბებს შორის ეს იმ დროისთვის უძვირფასესი გარიგება იყო. ერთი წლის შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედმა" დენის ლოუ 115 ათას გირვანქად გადაიბირა: მორიგი უძვირფასესი ტრანსფერი ბრიტანეთის ფეხბურთის ისტორიაში... 1962 წლის 18 აგვისტოს, "ვესტ ბრომვიჩ ალბიონის" წინააღმდეგ (ფრე 2:2), დენის ლოუმ პირველად ითამაშა "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურით და მე-7 წუთზე გოლიც გაიტანა, 1973 წლის ზაფხულამდე კი, სანამ "ოლდ ტრაფორდს" დატოვებდა, ამ კლუბის შემადგენლობაში ჩატარებულ 409 ოფიციალური მატჩში 237 გოლი შეაგდო. "მანჩესტერ იუნაიტედის" ისტორიაში დენის ლოუ შედეგიანობის მხრივ მხოლოდ ლეგენდარულ ბობი ჩარლტონს ჩამორჩება.
1963-1964 წლების სეზონში, როცა შოტლანდიელი ევროპის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს, ლოუმ მანჩესტერელთა მაისურით 41 მატჩში 46 გოლი შეაგდო. ეს დღემდე საკლუბო რეკორდია!
1963 წელს ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ საუკუნოვანი იუბილე იზეიმა: ინგლისის ნაკრებმა ფიფა-ს ვარსკვლავთა გუნდს 2:1 სძლია. ფიფა-ს რჩეულთაგან ერთადერთი გოლი სწორედ ლოუმ გაიტანა, წლების შემდეგ განაცხადა, რომ იმ შეხვედრაში თამაში მისი კარიერის საუკეთესო მომენტი იყო...
1973-1974 წლების სეზონში "მანჩესტერ იუნაიტედი" ლიგიდან გავარდა. უკანასკნელ ტურში, მანჩესტერულ დერბიში "სიტიმ" 1:0 გაიმარჯვა. ერთადერთი გოლი, რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, სწორედ ლოუმ შეაგდო, რომელიც იმ წუთსავე შეცვალეს...

დენის ლოუ
კლუბთან ერთად მოგებული ტიტულები
ინგლისის ჩემპიონი - 1965, 1967
ინგლისის სუპერთასი - 1965, 1967
ჩემპიონთა თასი - 1968
ლეგენდები
0 კომენტარი

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top