"ნაშუადღევს, მომიტინგეების ჯგუფებმა დაიწყეს შეკრება "ოლდ ტრაფორდის" წინ და ცალკე სასტუმრო "ლოურის სალფორდში", სადაც "იუნაიტედის" ფეხბურთელები იყვნენ. საღამოსთვის 200-მდე მომიტინგე შეიკრიბა "ლოურთან", 1000-დე კი "ოლდ ტრაფორდთან."
"ჯგუფების ზრდასთან ერთად, ცხადი გახდა, რომ ბევრი მომიტინგე არ აპირებდა თავისი მშვიდობიანი პროტესტის გამოყენების უფლებას - იყვნენ აგრესიულები, ბოთლები ესროლეს ოფიცრებს. მომიტინგეები "ოლდ ტრაფორდთან" განსაკუთრებით აგრესიულები გახდნენ, შემდეგ კი 100-კაციანი ჯგუფი შეიჭრა სტადიონზე. ზოგიერთ თანამშრომელს მოუწია თავის ოთახში ჩაკეტვა."
"ვინც სტადიონზე შევიდა, პოლიციელებმა სტადიონიდან გააძევეს, მაგრამ "ოლდ ტრაფორდის" მიმდებარე ტერიტორიაზე აგრესია მხოლოდ გაიზარდა - ოფიცრებსა და ცხენებს ბოთლები და სხვადასხვა ნივთები ესროლეს. ორი ოფიცერი დაშავდა, ხოლო ერთმა მათგანმა ბოთლის დარტყმის შედეგად მიიღო სახის ჭრილობა და მას ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა."
"მზარდი აგრესიული მოქმედება მოითხოვდა პოლიციის დამატებითი ძალების განლაგებას და მეზობელი ქვედანაყოფების ოფიცრების დაკომპლექტებას მანჩესტერის პოლიციის დასახმარებლად."
მანჩესტერის პოლიციის უფროსის თანაშემწემ ასევე თქვა, რომ ინციდენტები გამოიძიება:
"დღეს მომიტინგეების საქციელი უგუნური და საშიში იყო. ჩვენ გვესმის, რომ გულშემატკივრებს აქვთ თავიანთი გუნდის მიმართ გულშემატკივრობის უფლება და სრულად პატივს ვცემთ მათ მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის უფლებას. იყო მოსაზრებები, რომ მიტინგი უსაფრთხოდ ჩატარდებოდა, მაგრამ, როგორც შემდეგ გაირკვა, მომიტინგეები არ აპირებდნენ მშვიდობიან მოქმედებას".
"ჩვენ დავიწყეთ გამოძიება და მჭიდროდ ვითანამშრომლებთ სხვა მონაწილე მხარეებთან, რათა დავრწმუნდეთ, რომ დავადგენთ მოვლენების სრულ ვითარებას და პასუხისგებაში მივცემთ ყველას." - ნათქვამია განცხადებაში.