ინგლისის პრემიერ ლიგის ხელმძღვანელობამ გააკეთა განცხადება იმ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით, რომელიც დღეს მანჩესტერში გაიმართა, რამაც გამოიწვია "იუნაიტედის" და "ლივერპულის" მატჩის გაუქმება.
"ჩვენ გვესმის და პატივს ვცემთ გულშემატკივრების გრძნობების სიძლიერეს, მაგრამ ჩვენ ვგმობთ ძალადობის ყველა ფაქტს, მიყენებულ ზარალს, მის მიყენებას ან COVID-19 დაწესული შეზღუდვების დარღვევას. გულშემატკივრებს აქვთ მრავალი არხი, რომელთა საშუალებითაც მათ თავიანთი შეხედულების გამოხატვა შეუძლიათ, მაგრამ გარკვეული ჯგუფის ქმედებებს, რომლებიც დღეს ვნახეთ, არანაირი საბაბი არ აქვს."
"ჩვენ თანაუგრძნობთ პოლიციას და სტიუარდებს, რომლებიც დღეს საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ. ასეთ გამოვლინებებს ადგილი არ არის ფეხბურთში"
"გადადებული მატჩის თარიღი თავის დროზე გამოცხადდება."