"მანჩესტერ იუნაიტედმა" ოფიციალურად გამოაცხადა, რომ "ლივერპულის" წინააღმდეგ მატჩი, რომელიც დღეს უნდა ჩატარებულიყო, გადაიდო გულშემატკივრების პროტესტის გამო.
"პოლიციის, პრემიერ ლიგის, ქალაქის ხელისუფლებისა და კლუბების წარმომადგენლებთან საუბრის შემდეგ, გადაწყდა, რომ დღეს "ლივერპულთან" ჩვენი მატჩი გადაიდო უსაფრთხოების მიზნით, პროტესტის გამო. ახლა პრემიერ ლიგასთან უნდა განვიხილოთ მატჩის ახალი თარიღი."
"ჩვენი გულშემატკივარი ერთგულია "მანჩესტერ იუნაიტედის" და ჩვენ სრულად ვაღიარებთ მათ უფლებას გამოხატონ თავიანთი აზრი და გამოხატონ მშვიდობიანი პროტესტი. ამასთან, ვწუხვართ, რომ აღნიშნულმა გავლენა მოახდინა გუნდის მუშაობაზე და ასევე საფრთხე შეუქმნა სხვა გულშემატკივრების, კლუბის პერსონალისა და პოლიციელების ჯანმრთელობას. ჩვენ მადლობას ვუხდით პოლიციას მხარდაჭერისთვის და ყველაფერს გავაკეთებთ შემდგომი გამოძიებისთვის" - ნათქვამია განცხადებაში.