პატრის ევრამ ინსტაგრამზე სურათი გამოაქვეყნა და კრიშტიანო რონალდოს მიმართა.
ფრანგი ბრწყინვალე ფორმაშია და რონალდოს დაუწერა. "ნუ იეჭვიანებ".
39 წლის ევრა და 36 წლის რონალდო თანაგუნდელები იყვნენ 2006 წლიდან, როდესაც მარცხენა მცველი "მონაკოსგან" შეუერთდა "იუნაიტედს"
თითქმის 3 წლის წლის განმავლობაში ერთად თამაშობდნენ, დამეგობრდნენ მოედანზე და მის ფარგლებს გარეთ. ისინი მეგობრებად დარჩნენ, მიუხედავად იმისა, რომ კარიერის სხვადასხვა გზას დაადგნენ.
ხუთშაბათს, ფრანგმა ატვირთა სურათი.
მისი ფიგურა შესანიშნავად გამოიყურება და მან შემდეგი სიტყვები დაწერა: არანაირი ალკოჰოლი, არანაირი მოწევა, მხოლოდ ჯანსაღი საკვები. მაშინ შენ შეძლებ რონალდოსავით იპოზიორო.