მრავალი წყარო ადასტურებს, რომ ედინსონ კავანი რჩება. ამის შესახებ ურუგვაელი ჟურნალისტები მოისეს ლორენსი, დიეგო მუნოზი და როდრიგო რომანო წერენ.
ზოგიერთი წყარო ირწმუნება, რომ კავანი დღეს განაახლებს კონტრაქტს. მაგალითად, ამის შესახებ ჟურნალისტი ჯონათან შრაგერი იუწყება.
იგივე ინფორმაციას ადასტურებს ჟურნალისტი და "იუნაიტედის" გულშემატკივარი ენდი მიტენი, რომელიც ასევე საინტერესო დეტალებს გვაწვდის: ”გუშინ ვესაუბრე ურუგვაიში რამდენიმე ადმიანს. განწყობა მთლიანად შეიცვალა მას შემდეგ, რაც კავანიმ უთხრა "იუნაიტედს" ერთი თვის წინ, რომ წასვლა სურდა".