"იუნაიტედის" ვიცე-პრეზიდენტი ედ ვუდვორდი სიტყვით გამოვიდა ფორუმზე.
”მე შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ გასული კვირის მოვლენებიდან ვისწავლეთ და არ ვცდილობთ სუპერლიგის პროექტის აღორძინებას”, - თქვა ვუდვორდმა Manchester Evening News მიხედვით. "ჩვენ სრულად ვეთანხმებით, რომ ფუნდამენტური დეტალები არასწორად იქნა შეფასებული.”
"როგორც ჯოელმა გასულ კვირას თქვა, ჩვენ ვერ მივეცით ღირსეული მნიშვნელობა სპორტული დამსახურების ძირითად პრინციპებსა და ტრადიციებს, რომლებიც 1950-იანი წლების შუა პერიოდიდან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ შიდა ტურნირებისთვის, არამედ ევროპული ტურნირებისთვის.”
"დღეს ამ ფორუმზე ჩვენ გავცემთ კითხვებს პასუხებს, მაგრამ ძირითადად, თქვენი მოსმენის სურვილი გვაქვს. ახლა ყველასთვის გასაგებია, რომ ჩვენ არასწორი ნაბიჯი გადავდგით, როდესაც სუპერლიგის პროექტში მონაწილეობის გადაწყვეტილება მივიღეთ და დღეს ჩვენი პირველი ნაბიჯია გაუმჯობესებისკენ მიმართული. "
"თქვენ ყველამ წაიკითხეთ ჯოელის ღია ბოდიშის წერილი და ბოდიშის მოხდა მსურს მეც. ვიცი რომ ჩვენზე გაბრაზებულები ხართ. სწორი საჯარო განხილვა დაგვეხმარება, რომ არ დაუშვათ შეცდომა. როგორც ჯოელმა თქვა, ჩვენი ფანები არიან ის, რაც "მანჩესტერ იუნაიტედს" ბრწყინვალედ აქცევს და თქვენ უნდა დარჩეთ ამ კლუბის გულად."
ახალი ამბები
5 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.