ჩეხეთის "სლავიის" სენეგალელმა თავდამსხმელმა აბდალა სიმამ კარიერა შესაძლოა "მანჩესტერ იუნაიტედში" განაგრძოს.
21 - წლის ფეხბურთელისთვის მიმდინარე სეზონი მეტად შედეგიანია, მის ანგარიშზე 35 - ჩატარებულ შეხვედრაში 19 - გოლი ირიცხება.
აბდალასთან ერთად ჩეხურ გუნდმა ევროპა ლიგის გათამაშებაში ყველასთვი მოულოდნელად ისეთი გუნდები გამოთიშა როგორებიცაა "ლესტერი" და შოტლანდიური "რეინჯერსი", ხოლო რაც შეეხება "არსენალს" ინგლისელებმა "სლავიას" ბარიერი ნერვიულობის ფონზე გადალახეს.
Manchester Evening News- ის მიერ გავრცელებული ცნობით სიმა "ოლდ ტრაფორდს" შესაძლოა მიდინარე სეზონის დასრულების შემდეგ შეუერთდეს.
აბდალას მოქმედების არეალი ძირითადად მარჯვენა ფლანგიდან არის, თუმცა ოლე გუნარ სოლსკიაერს მისი შესაძლებლობების გამოვლენა ცენტრალური თავდასხმის ზოლში სურს.
ახალგაზრდა ფეხბურთელს გასულ თვეში ასევე ჰქონდა დებიუტი თავის ეროვნულ ნაკრებში. მისი კოტრაქტი "პრაღასთან" 2024 წლამდე არის დაკავშირებული.
ჭორები
7 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.