"გლეიზერების" კლუბის "მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალური პრეს - სამსახური იუწყება, რომ ოლე გუნარ სოლსკიაერის შემადგენლობის ფეხბურთელმა ერიკ ბაიიმ კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა.
კოტ'დივუარელი "წითელი ეშაკების" რიგებში 2023/2024 წლების სეზონებამდე დარჩება. ხელშერულებაში ასევე დევს ერთი წლით ავტომატური გახანგრძლივების პუნქტი.
მიმდინარე სეზონში ბაიი, ნორვეგიელი სპეციალისტის გუნდის ძირითად შეადგენლობაში არცთუ ისე ხშირად ჩანს. ყველა ტურნირზე ერთადაღებული მისი მონაგარი მხოლოდ 15 - მატჩია.
ფეხბურთელი ინგლისურმა გრანდმა 2016 წელს "ვილიარეალიდან" გადაიბირა. აქამდე გავრცელებული ცნობებით ბაიი თითქოს გუნდში უკმაყოფილებას გრძნობდა თუმცა, როგორც ჩანს ეს ყველაფერი პრესის მიერ გავრცელებული ფეიკ ნიუსი აღმოჩნდა.
სიახლეები
5 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.