მადრიდის "რეალის" ფრანგი ცენტრალური მცველი რაფაელ ვარანი მადრიდული გრანდის დატოვებასთან ძალიან ახლოს არის. ინფორმაციას - `Goal.com - ავრცელებს.
აღნიშნული წყაროს მიერ გავრცელებული ცნობებით, ფეხბურთელისთვის ორი გრანდი ინგლისური "მანჩესტერ იუნაიტედი" და მაურისიო პოჩეტინოს "პსჟ" იბრძოლებენ.
თავად ფეხბურთელის ინტერესებში ინლლისის რეიერ ლიგაში ასპარეზობა და "მანჩესტერ იუნაიტედის" ღირსების დაცვა შედის და იმედოვნებს რომ სწორედ ოლე გუნარ სოლსკიაერის გუნდის შემადგენლობის წევრი გახდება.
ვარანი "სამეფო კლუბის" წევრი 2011 წლიდან გახლავთ. მიმდინარე სეზონში მან ესპანეთის ჩემპიონატის ეგიდით 28 შეხვედრის ჩატარება შეძლო.