ლუკ შოუ ახალ გაუმჯობესებულ კონტრაქტს მიიღებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ლუკ შოუ შესანიშნავი სეზონისთვის დაჯილდოვდება "მანჩესტერ იუნაიტედში" ახალი კონტრაქტით.
მარცხენა მცველმა 40 მატჩი დააგროვა ყველა ტურნირზე და იყო ოლე გუნარ სოლსკიაერის გამორჩეული მოთამაშე.
მიუხედავად იმისა, რომ მას ორი წელი აქვს დარჩენილი - რომლის ღირებულებაა კვირაში 150,000 ფუნტი სტერლინგი, "ოლდ ტრაფორდის" მეთაურები ცდილობენ დაითანხმონ ის ახალ გრძელვადიან გარიგებაზე გაუმჯობესებული პირობებით.
25 წლის შოუს შესთავაზებენ კონტრაქტს, რომელიც მოქმედებს 2025/26 წლების სეზონის დასრულებამდე, რომლის ღირებულებაა კვირაში 190,000 ფუნტი სტერლინგი - მისი ამჟამინდელი ხელფასის მნიშვნელოვანი ზრდა.
Daily Star– ის თანახმად, ალექს ტელეში უკმაყოფილოა გამოყოფილი დროით და შეიძლება ზაფხულში სხვა კლუბი მოძებნოს.
ბევრ ელოდა, რომ ბრაზილიელი შოუსთან წუთებს გაინაწილებდა მას შემდეგ რაც შარშან "პორტოდან" გადავიდა 15,4 მილიონი ფუნტად.
https://www.mirror.co.uk/