პროტესტის ორიგინალური ფორმა გამოიყენეს "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივრებმა, რომლებმაც თვითმფრინავით გადაუფრინეს "ელანდ როუდუს" რომლზეც ბანერი იყო გამოფენილი წარწერით: "2 მილიარდი მოიპარეთ. გლეიზერებო წადით."
ამავე დროს, გულშემატკივრებმა გამოაქვეყნეს ერთობლივი განცხადება:
"დღეს "ელანდ როუდზე" გამოჩნდა ბანერი, რათა შეგახსენოთ, რომ გლეიზერების მხრიდან "მანჩესტერ იუნაიტედის" განადგურებამ ყველანაირ ზღვარს გადააჭარბა, რაც მათ ბოლოდროინდელმა ფეხბურთის განადგურების მცდელობამ მოუტანა”, - დაწერა Sky Sports- მა.
"2005 წლიდან გლეიზრების სესხები "მანჩესტერ იუნაიტედს" 2 მილიარდი ფუნტი სტერლინგი დაუჯდა. პროცენტები, დივიდენდები, დავალიანებები, ჰონორარები და აქციების გაყიდვების მოგება.”
"ჩვენი გზავნილი ძალიან მარტივია - მანჩესტერში თქვენ არ გელოდებიან. Საკმარისია, ბოდიშის მოხდა უკვე გვიანია, თქვენი დრო ამოიწურა".
ახალი ამბები
4 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.