ბოსნიელი ნახევარმცველი მირალემ პიანიჩი, რომელიც კატალონიის "ბარსელონას" ღირსებას იცავს, შესაძლოა "ნისლიან ალბიონზე" "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურით იხილოს გულშემატკივარმა.
ფეხბურთელის კონტრაქტის შესყიდვის მთავარი ინიციატორი "წითელი ეშმაკების" ნორვეგიელი მთავარი მწვრთნელი ოლე გუნარ სოლსკიაერი გახავთ. ინფორაციას Calciomercato - ი ავრცელებს.
31 - წლის პიანიჩი, ოლე გუნარის სქემებში ფრედის შესაძლო ალტერნატივად მოიაზრება.
მირალემი კატალონიურ გრანდს 2020 წელს ტურინის "იუვენტუსი" - დან შეუერთდა. მისი კონტრაქტი ესპანელებთან 2024 - წლამდეა გათვლილი.
მიმდინარე სეზონში ბოსნიელის ანგარიშზე კუმანის გუნდში 17 - ჩატარებული შეხვედრა ირიცხება.
ჭორები
7 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.