La Gazzetta dello Sport - ის ინფორმაციით პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი მზად არის "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნდეს. რონალდო 2003-2009 წლებში თამაშობდა "იუნაიტედში" და სწორედ აქ შედგა დიდ ფეხბურთელად. მისი კარიერის განვითარებაში "წითელ ეშმაკებს" დიდი წვლილი მიუძღვით და რათქმაუნდა მთავარი შემოქმედი ფიგურა ლეგენდარული შოტლანდიელი სერ ალექს ფერგიუსონი იყო.
თავად რონალდო არ არის წინააღმდეგი დაბრუნების და ასევე მზად არის ხელფასი მნიშვნელოვნად შეიმციროს. თუმცა წლიურად დაახლოებით 20 მილიონს ითხოვს. სხვადასხვა გამოცმების ცნობით, საქმე სერიოზულად არის და რონის დაბრუნების ძალიან დიდი შანსი არსებობს.
ბოლო ცნობებით კლუბი უკვე დაუკავშირდა რონალდუს აგენტ მენდეშს და მოლაპარაკებები დაიწყო. ამას ემატება ისიც, რომ კლუბს სურს სერ ალექსი უშაულოდ ჩართოს ტრანსფერებში. საინტერსოა ისიც, რომ თავად სოლსკიაერიც არ ამბობს უარს რონალდოს დაბრუნებაზე.