"მანჩესტერ იუნაიტედის" სტადიონის მახლობლად საპროტესტო აქცია გაიმართა კლუბის მფლობელების, გლეიზერების ოჯახის წინააღმდეგ.
Manchester Evening News- ის თანახმად, "მანჩესტერ იუნაიტედის" 1000-ზე მეტი გულშემატკივარი შეიკრიბა "ოლდ ტრაფორდის" წინ და მოითხოვა გლეიზერებისგან კლუბის დატოვება ედ ვუდვარდის შემდეგ, რომელმაც ამ კვირაში განაცხადა თავისი წასვლის შესახებ.
გულშემატკივრებმა მიიტანეს უამრავი აფიშა, სხვადასხვა ლოზუნგებით:
გლეიზერებო წადით, ვუდვარდ წადი, თქვენ 1 მილიარდი მოიპარეთ "იუნაიტედიდან"
"იუნაიტედი სიხარბის წინააღმდეგ"
"თუ ვერ მოგვიტანათ 21-ე ტიტულს, მოგვეცით 51%” და სხვა.
ამ დროისთვის აქცია დასრულდა და გულშემატკივრების უმეტესობა სახლში წავიდა.
ახალი ამბები
5 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.