ნემანია მატიჩმა კომენტარი გააკეთა გულშემატკივართა გუშინდელი პროტესტზე, რომელიც კერინგტონში კლუბის სასწავლო ბანაკში ჩატარდა:
"დიახ, ჩვენს საწვრთნელ ბაზაზე ჩვენ გულშემატკივრებს შევხვდით და ვფიქრობ, რომ ძალიან მართებული იყო, რომ ჩვენმა მწვრთნელმა მიიღო გადაწყვეტილება გასულიყო მათთან სასაუბროთ. ამით მან აჩვენა, რომ ჩვენ როგორც კლუბი, პატივს ვცემთ ჩვენს გულშემატკივრებს და პატივს ვცემთ მათ აზრს."
"ჩვენ უბრალოდ გარეთ გავედით მათთან სასაუბროდ და ვფიქრობ, ეს დადებითი რამ იყო. მათ თავიანთი პოზიცია გამოგვიცხადეს და ჩვენ რა თქმა უნდა, მათი სრულყოფილად გვესმის. მათთვის მხოლოდ ის შემეძლო მეთქვა, რომ აბსოლუტურად ყველა ჩვენი მოთამაშე ორიენტირებულია თავის საქმეზე. როგორც ყველამ იცის, კვირა დღეს მნიშვნელოვანი თამაში გველოდება და ჩვენ მხოლოდ ამაზე ვართ ორიენტირებულები. ყველაფერი, რაც მოხდა, წარსულს ჩაბარდა, ჩვენ მხოლოდ მომავალში ვიყურებით." - თქვა სერბმა.