ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე არცთუ ისე დიდი დროა დარჩენილი. "წითელი ეშმაკების" სკაუტები სხვადსხვა ქვეყანაში აქტიურად მუშაობენ.
როგორც ჩანს ერთ ერთი მათი ტრანსფერი ადგილობრივი კლუბიდან "ასტონ ვილა" - დან იქნება. Daily Star - ის მიერ დღეს გავრცელებული ცნობით, "გლეიზერების" გუნდი შეტვის ხაზის გამაგრებას "ასტონ" ვილას ფეხბურთელით ჯეკ გრილიშით გეგმავს.
"ოლდ ტრაფორდელები" დიდი ხნის განმავლობაში თვალს ადევნებდნენ 25 - წლის ინგლისელს და მისმა თამაშმა ამ სეზონში, აიძულა კლუბი გამოეყო 60 - მილიონი გირვანქა სტერლინგი, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში გარიგების დასრულებისთვის.
შეგახსენებთ, რომ გრილიშს მის ამჟამინდელ კლუბთან კონტრაქტი 2025 - წლამდე აკავშირებს. მიმდინარე სეზონში ინგლისელის ანგარიშზე, ინგლისის პრემიერ ლიგაში ჩატარებულ 22 - შეხვედრაში 6 - გოლი და 10 - საგოლე გადაცემა ირიცხება.