პრესაში გავრცელებული ცნობით, "წითელი ეშმაკების" ხელმძღვანელობა ფეხბურთელის წარმომადგენლებს დაუკავშირდა და მოლაპარაკებების რაუნდის დასაწყებად მზადყოფნა გამოთქვა.
კრიშტიანუს წასვლის შესახებ ჭორები მას შემდეგ გამძაფრდა რაც ჩემპიონთა ლიგიდან ტურინის "იუვენტუსის" გამოვარდნას მოჰყვა პორტუგალიურ "პორტუ" - სთან.
ჭორების თანახმად, ოქროს ბურთის ხუთგზის მფლობელი ფეხბურთელი იტალიაში თავს ბედნიერად ვეღარ გრძნობს, ამ ყველაფერს ზედ ერთვის ის ფაქტი, რომ შესაძლოა პირლოს გუნდმა სერია ა-ს მიმდინარე სეზონი ოთხეულში ვერ დაასრულოს.
Gazzetta dello Sport - ი საკუთარი გვერდის ფურცლებზე წერს, რომ აღნიშნულ სიტუაციას "მანჩესტერ იუნაიტედი" აკვირდება და რომ გლეიზერების გუნდი გასულ კვირას უკვე დაუკავშირდა რონალდუს აგენტს ხორხე მენდესს.
ამას ზედ ერთვის სუპერ ლიგის პროექტის კრახი, ლიგის რომლის ერთ ერთი მთავარი ორგანიზატორი "იუვენტუსი" გახლდათ. კლუბს ვეტერანი ვარსკვლავის სახელფასო განაკვეთი აშინებს.
"იუვენტუსი" მზად არის რონალდუ 30 მილიონი ევროს სანაცვლოდ დათმოს. კრიშტიანუს კონტრაქტი მის ამჟამინდელ კლუბთან მომავალი სეზონის დასრულებისთანავე იწურება.
ახალი ამბები
7 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.