ურუგვაელი თავდამსხმელის კონტრაქტი მის ამჟამინდელ კლუბთან "მანჩესტერ იუნაიტედთან" მიმდინარე სეზონის დასრულებისთანავე იწურება.
მხარეები მოლაპარაკებების მაგიდას უზიან. "წითელი ეშმაკების" მენეჯმენტი აქტიურად ცდილობს "ელ მატადორი" კიდევ ერთი სეზონით დატოვოს "ნისლიან ალბიონზე" ოლე გუნარ სოლსკიაერის შემადგენლობაში.
ჟურნალისტი გერმან გრასია გროვა უახლეს ინფორმაციას ავრცელებს აღნიშნულ სიტუაციასთან დაკავშირებით. ამ უკანასკნელის ცნობებით, ედინსონი დიდი ალბათობით "მანჩესტერში" დარჩება.
მხარეებმა მოლაპარაკებების დროს დიდი პროგრესი მიიღეს. დიდია ალბათობა იმისა, რომ "იუნაიტედის" შვიდიანი ახალ ხელშეკრულებას ხელს მოაწერს, თუმცა ამ ეტაპზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
სიახლეები
5 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.