სერ ალექს ფერგიუსონმა ისაუბრა იმაზე, თუ როგორ უყვარდა სკოტ მაკტომინეის განვითარების ყურება, რომელიც მან კლუბში ბავშვობაში მიიყვანა.
"სკოტი ახლა ხდება "იუნაიტედის" ერთ-ერთი დიდი მოთამაშე", - თქვა სერ ალექსმა შოტლანდიის ნაკრების ოფიციალურ YouTube არხთან ინტერვიუში. "როდესაც დიდ მატჩებში უყურებ "იუნაიტედის" გუნდს, მაკტომინეი უპირობოთ იქ უნდა იყოს. მე ამ ბიჭს ასეთუისე ვიცნობ - მას აქვს კარგი ხასიათი და შესანიშნავად მუშაობს ვარჯიშეზე."
"სკოტთან ხელი 7, 8 წლის ასაკში მოვაწერე. შემდეგ მან ცენტრ ფორვარდის პოზიციაზე ითამაშა. მისი ზრდისა და განვითარების გზა მახსენებს დარენ ფლეტჩერს. მაკტომინეი იგივე ტიპის მოთამაშეა, როგორც დარენი - მაღალი, კარგი ბურთის ფლობით და შესანიშნავი შემართებით".
"მაკტომინეის აქვს ყველა ის თვისება, რაც ფლეტჩერს გააჩნდა. ძალიან იშვიათად ვტოვებდით დარენს საწყისი შემადგენლობის მიღმა. განსაკუთრებით "არსენალთან" მატჩებში, რადგან მან უპრობლემოდ გაართვა თავი პატრიკ ვიეირას. სკოტიც იმავე მიმართულებით მიემართება. ჩემთვის მართლაც სასიამოვნოა იმის დანახვა, რომ ის გუნდის შეუცვლელი წევრი გახდა".
ინტერვიუები
6 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.