"წითელი ეშმაკების" ახალგაზრდა ნიჭიერი თავდასხმელი მარკუს რეშფორდი სოციალურ აქტივობებს განაგრძობს და ახალ პროექტში მონაწილეობის მიღებას გეგმავს.
კერძოდ, "იუნაიტედის" "ვარსკვლავბიჭუნა", გეგმავს ბრიტანელ ცნბობილ შეფ მზარეულ ტომ კერიჯისთან ერთად ახალი პროექტის დაწყებას, რომელიც მიზნად ისახავს ბავშვებისთვის შესაბამისი ხელმისაწვდომი კერძების მომზადების სწავლებას.
ისინი დაარიგებენ რეცეპტების ბარათებს სკოლებსა და სუპერმარკეტებში, და ასევე განათავსებენ ვიდეოებს სოციალურ ქსელებში ფეისბუქსა და ინსტაგრამში. პროგრამას სახელად დაერქვა - Full Time.
ეს პროექტი ყველა ბავშვისთვის არის. ვიმედოვნებ, რომ მშობლები ისარგებლებენ შვილებთან ერთად ძვირფასი დროის სამზარეულოში გატარებით". - განაცხადა დასასრულს რეშფორდმა.
წყარო: manutd.ru
სიახლეები
5 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.