თბილისი:
მანჩესტერი:
22-04-2021, 15:59
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1131,
კომენტარები: 3
ნევილის მოსაზრება გლეიზერებზე
გარი კლუბის მფლობელებს აკრიტიკებს
ნევილის მოსაზრება გლეიზერებზე
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ფხბურთელმა გარი ნევილმა, ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში ედ ვუდვორდის "იუნაიტედის" ვიცე-პრეზიდენტობიდან გადადგომის საკითხზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ამის შემდგომ "იუნაიტედში" გლეიზერების ადგილი აღარ არის.

"ედ ვუდვორდმა იცოდა, რომ მისი დრო ფეხბურთში უკვე დამთავრდა. მან ეს ყველაფერი გააკეთა კრიტიკის თავიდან ასარიდებლად. ის მხოლოდ ხის ზედა ნაწილია, მთავარი პრობლემა მცენარის ფესვებშია.

სანამ ისინი კლუბში ისხდნენ განცხადებები არ კეთდებოდა. არცერთი პრეს-კონფერენცია არ ჩაატარეს. მათ ამ მოქმედებებით ქვეყნის ყველა გულშემატკივარს თავს დაესხნენ.

"გლეიზერების" ადგილი "მანჩესტერ იუნაიტედში" აღარ არის".
- ციტირებს Sky Sports - გარი ნევილის სიტყვებს.

შეგახსენებთ, რომ ედ ვუდვორდი კლუბის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას გავრცელებული ინფორმაციით მიმდინარე სეზონის დასრულებისთანავე დატოვებს.
ინტერვიუები
3 კომენტარი
№1
ავტორი: gogita1991
22 აპრილი 2021 19:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 550
არც აქამდე იყო იმედია წავლენ
0
№2
ავტორი: ikeoni
22 აპრილი 2021 22:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11520
საქმე იქით მიდის რო სავარაუდოდ გაყიდიან გუნდს
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
25 აპრილი 2021 23:37
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
ყოჩაღ გარი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top