ტურინის "იუვენტუსის" თურქმა ცენტრალურმა მცველმა მერიხ დემირალმა კარიერა შესაძლოა ინგლისის ჩემპიონატში გააგრძელოს. ფეხბურთელის მიმართ ინტერესს ოლე გუნარ სოლსკიაერის "მანჩესტერ იუნაიტედი" გამოხატავს.
23 - წლის ფეხბურთელი, მიკელ არტეტას "არსენალისა" და იტალიური "მილანის" ინტერესთა სფეროშიც არის მოქცეული. აღნიშნულზე ინფორმაციას იტალიური პრესა კერძოდ კი Calciomercato - ავრცელებს.
დემირალი, "ბებერი ქალბატონის" რიგებში უკმაყოფილებას მცირე სათამაშო დროის გამო გამოთქვამს. აღნიშნული საკითხის გამო შესაძლოა მან კლუბი დატოვოს.
ტრანსფერმარკეტი ცენტრალურ მცველს 30 - მილიონ ევროდ აფასებს. მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე სერია ა - ში ჩატარებული მხოლოდ 14 მატჩი ფიქსირდება.
ჭორები
4 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.